მწვანე ქალაქი ახალ სიცოცხლეს იძენს

მწვანე ქალაქი ახალ სიცოცხლეს იძენს

   55857686_1258777534279376_4116273021281370112_n_1წყალტუბოს ცენტრალური პარკის რკალზე, სადაც ცნობილი კვიპაროსების ხეივანია, მცენარეების განახლება მიმდინარეობს. 
   დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ, მერის მოადგილეებმა: ზურაბ მაისურაძემ და ალექსანდრე დადუნაშვილმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
  ა(ა)იპ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის ინიციატივით, პარკის გარშემო კვიპაროსების ახალი ჯიში - „ოქროსფერი კვიპაროსები'' ირგვება. 
  გამწვანების პროცესი წყალტუბოს სხვადასხვა ქუჩებზეც მიმდინარეობს.