«წითელას აცრა სავალდებულო ხდება!».

«წითელას აცრა სავალდებულო ხდება!».

  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას დაავადებათა კონტროლის იმერეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი გოჩა გიორგაძე, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლაშა კაკრიაშვილი მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე, ა(ა)იპ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი მარინა ტყეშელაშვილი და ამბულატორიების ოჯახის ექიმები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს წითელას აცრის მომდევნო ეტაპი, კიბოს სკრინინგის პროგრამაში მასიურად ჩართვა, C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის უფასო გამოკვლევების საკითხები.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის რეგიონალური სამსახურის უფროსმა 2018 წლის 18 იანვრის პრემიერ მინისტრის N 16 განკარგულების შესაბამისად, წითელას გავრცელების შეჩერების ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. აღინიშნა, რომ სავალდებულოა იმუნიზაცია ჩატარებული ჰქონდეს განათლების სისტემაში დასაქმებულ პერსონალს, იმ შემთხვევაში თუ პედაგოგი ვერ წარმოადგენს დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ვალდებულია ჩაიტაროს აცრა. ჯანდაცვის მინისტრის 22 იანვრის ბრძანება კი იმუნიზაციას ავალდებულებს სამედიცინო პერსონალსა და სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებულებს.
„ევექსის“ სამედიცინო ცენტრის იმერეთის რეგიონის წარმომადგენელმა თამარ ბაახიამ შეკრებილებს გააცნო ინფორმაციები ქალებში ძუძუს კიბოსა და საშვილოსნოს ყელის, მამაკაცებისთვის პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ.
„ დიდი სამუშაო ჩატარდა მიმდინარე წლის 3 თვის მანძილზე. იმერეთში არაგეგმიურად აცრილია 12000 ადამიანი, თუმცა ეს არის ზღვაში წვეთი. ამ წლის განმავლობაში 20 000 ადამიანი უნდა აიცრას არაგეგმიურად. საქართველოში სულ 250 000 ადამიანი არის ასაცრელი,“ - განაცხადა გოჩა გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მონაცემებით საქართველოში წითელას 2500 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე დაზარალებული რისკ ჯგუფი - 0-დან 1 წლამდე და 60 წლის ზემოთ ასაკია. 20-დან 49 წლამდე ასაკის პირები კი მაღალი ავადობით გამოირჩევიან.