საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რომეო ნიჟარაძე უძღვებოდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი  8 საკითხი განიხილეს:

 

1. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბრის N 70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

 

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის“-ს ცენტრის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

 

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

 

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მიმწოდებლების შერჩევის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის  მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ.

 

5. ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ თანამშრომელთა სამუშაო პირობების, შინაგანაწესის დაცვის, ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.

 

6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2019 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმა.

 

7. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N 36  186 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

8. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამრკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N 28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

აღნიშნული საკითხები ცნობად იქნა მიღებული შემდგომი განხილვისთვის.