«საინფორმაციო შეხვედრა 1325 რეზოლუციის შესახებ».

«საინფორმაციო შეხვედრა 1325 რეზოლუციის შესახებ».

 56140475_1260113330812463_7010133749518041088_n წყალტუბოს მუნიცპალიტეტის მერიაში, დევნილი ქალბატონებისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 -ის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ესწრებოდა. 
„ ჩვენი მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად არის ჩართული რეზოლუციის ინფორმირებულების კამპანიაში, რაც შეიძლება მეტმა ქალბატონმა უნდა იცოდეს ამ რეზოლუციის არსი და მნიშვნელობა,“ - აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა. 
მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი ქალბატონებისთვის რეზოლუციის ძირითადი ნაწილის შესახებ მერის თანაშემწემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ირმა ხელაძემ ისაუბრა.
„ვინაიდან ჩვენს მუნიციპალიტეტში არიან კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ათასობით დევნილი, მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების, პრიორიტეტების და რეკომენდაციების განხილვა და გათვალისწინება. ქალბატონებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაციები საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის თაობაზე და ყველა სახელმწიფო თუ ადგილობრივი პროგრამით სარგებლობის შესახებ“ - განაცხადა ირმა ხელაძემ.
პრეზენტაცია 1325-ის რეზოლუციაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, აფხაზეთიდან დევნილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ვაკეთოთ ერთად“ დამფუძნებელმა ლეილა აშორიდამ წარადგინა.
შეგახსნებთ, რომ რეზოლუციის მიზანია ქალებზე და გოგონებზე ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის სექსუალური და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის და ადამიანის უსაფრთოებასთან დაკავშირებული სხვა რისკების პრევენცია, ქალებისა და გოგოების უსაფრთხოება, საჯარო სერვისებზე წვდომა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა უზრუნველყოფა, სოციალურ-ეკონომიკურად გაძლიერება დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების, გოგოების და მათი ოჯახის წევრების. ქალთა მნიშვნელოვან როლი კონფლიქტების პრევენციის, მოწესრიგების და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში და ა.შ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ფოკუს ჯგუფებისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრები აღნიშნული რეზოლუციის მნიშვნელობაზე არსზე, მიზნებსა და ამოცანებზე პერიოდულად ჩატარდება.