წყლტუბოში დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაიწყო

წყლტუბოში დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაიწყო

  55575586_1260396160784180_4069838059670077440_n_1საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ     გიორგაძე,იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი წყალტუბოში სანატორიუმ ,,გელათის’’ ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. 
  შეხვედრაზე დევნილთა ბინით უზრუნველყოფისა და ნგრევის პროცესში მყოფი შენობების დახურვის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარეობს დევნილთა 8 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, სადაც ბინას 560 ოჯახი დაიდებს.
  შეხვედრას წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლაშა კაკრიაშვილი ესწრებოდნენ.