«ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე წყალტუბოში».

«ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე წყალტუბოში».

  55778945_1261594470664349_9152336700867870720_nსაქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე აღინიშნა წყალტუბოში. გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა კონფერცია თემაზე : ,,ზვიად გამსახურდია -ეროვნული გმირი’’, კონფერენციის მუშაობაში აქტიურად ჩაერთნენ საჯარო სკოლების მოსწავლეები, ,,წყალტუბოს ახალგაზრდების საკრებულოს" წევრები, პარალელურად გაიხსნა თემატური გამოფენა.
კონფერენცია გახსნა სამუზეუმო გაერთიანების მენეჯერმა ია კუხალაშვილმა - ,, მრავალი ქართველისთვის ზვიად გამსახურდია იყო და არის ეროვნული გმირი, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის იბრძოდა. ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ შესაფერისი პატივი მივაგოთ მის ნათელ ხსოვნას, საამაყოა, რომ 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე არის ჩვენი თანაქალაქელის ბაჩო(რამაზ) იოსელიანის ხელმოწერა- განაცხადა ქალბატონმა ია კუხალაშვილმა.
კონფერენციაზე მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებმა: დალი მეშველიანმა, დალი ხაჭაპურიძემ, ნინო ლექვთაძემ წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები და აქამდე უცნობი ისტორიები: საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრების, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიას წყალტუბოში სტუმრობის, ქუთაისის და წყალტუბოს ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ურთიერთობების შესახებ;
ზვიად გამსახურდიას როგორც ეროვნული გმირის, როგორც უბადლო ფილოლოგის, ,,ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველების'' ავტორის შესახებ მომზადებული მოხსენებები საზოგადოებას გააცნეს: პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ალექსი ჩიხრაძემ, ია მიქაძემ და თამარ ჩიხლაძემ, მესამე საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ვარდანიძემ, მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლემ თეონა ბანძელაძემ.
დღესვე, წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოეწყო წიგნის: 130 შტრიხი ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ’’(ავტორი ლელა ფხაკაძე) პრეზენტაცია .
,, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის მასშტაბურად აღნიშვნა ჩვენს ქვეყანაში ნიშანდობრივი ფაქტია, რადგან არ შეიძლება ერმა შესაფარისი პატივი არ მიაგოს მის სათაყვანებელ შვილებს, გმირებს, რომლებმაც შეძლეს და ბოლომდე უერთგულეს ეროვნული თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის იდეებს, პირველ პრეზიდენტს, რომელმაც შეძლო ქართველთა ეროვნული სულისკვეთებით ანთება და დამოუკიდებლობის მოპოვება, ვფიქრობ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაშრომია ფარცხანაყანევის ბიბლიოთეკარის ლელა ფხაკაძის წიგნი, რომელიც მოიცავს 130 მოგონებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ'' აღნიშნა საბიბლიოთეკო გაერთიანების მენეჯერმა სულიკო სვანიძემ.
ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარემ ბადრი პაპავამ, კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ნიჟარაძემ, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მწვანეები“-ის თავმჯდომარე ლატავრა ბენდელიანმა. საკრებულოს წევრმა, მე-3 საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი ბურჯანაძემ, პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.