«აუტიზმის საერთაშორისო დღე წყალტუბოში».

«აუტიზმის საერთაშორისო დღე წყალტუბოში».

 56161295_1262854920538304_2097271567594553344_nწყალტუბოში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ,,ჩვენ თქვენთან ვართ’’ ამ სლოგანით გაერთიანებულ ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის'' აღსაზრდელებსა და საჯარო სკოლების მოსწავლეებს ეს დღე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
-,,გაეროს გენერალური ასამბლიის მიერ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ არის გამოაცხადებული, საინტერესო და სანახაობრივად ლამაზი პერფომანსი წარმოადგინეს წყალტუბოში, სადაც ფუნქციონირებს ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი, ჩვენ ამ ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად გავაფერადეთ სპეციალური სტენდი და გავუზიარეთ ერთმანეთს კეთილი სურვილები. აუტიზმის საერთაშორისო დღე იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტში აღინიშნა’’ - განაცხდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
,,აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება პროგრესული საზოგადოების მოთხოვნაა, იმ საზოგადოების, რომლისთვისაც ერთმანეთზე ზრუნვა და ინტეგრაცია განვითარების აუცილებელი პირობაა. გილოცავთ ამ დღეს მიმაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა დასაქმებისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. აქვე მინდა გავაჟღერო ერთი სასიამოვნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალო მომავალში ჩვენი ინკლუზიური ცენტრი, რომელიც გათვლილი იყო მხოლოდ 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებისთვის მოემასახურება 21 წლამდე ასაკის მოზარდებასაც. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ დიდი მადლობა დღევანდელი ღონისძიების სტუმრებს, ორგანიზატორებს, საჯარო სკოლების დირექტორებს აქ მოსულ ყველა ახალგაზრდას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის’’ აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა
ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებმა სტუმრებთან ერთად სპეციალური სტენდი გააფერადეს . სპორტის სასახლეში სხვადასხვა სპორტული თამაშები გაიმართა.
აუტიზმის საერთაშორისო დღის აღნიშვნის კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ ქალაქის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე საჯარო სკოლები, ა(ა)იპ-ები: ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი’’ და ,,სპორტული კლუბების გაერთიანება’’ ასევე წყალტუბოს ახალგაზრდების საკრებულოს წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 18 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღის აღნიშვნის შესახებ, რომლითაც მოუწოდა წევრ ქვეყნებს, განახორციელონ ღონისძიებები აუტიზმის შესახებ საზოგადოების გათვითცნობიერებულობის ასამაღლებლად და ხელი შეუწყონ ადრეულ დიაგნოსტიკასა და ინტერვენციას.