აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია აქტიურ ფაზაში შედის

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია აქტიურ ფაზაში შედის

   გაზაფხულის დადგომასთან ერთად აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებების განხორციელების პირველი ეტაპი დაიწყო. 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში ფაროსანას წინააღმდეგ მებრძოლი მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებს, ჯგუფის ხელმძღვანელს - შავლეგო ნონიაძეს და ჯგუფის უფროსს თორნიკე ზაქაიძეს შეხვდნენ. 
   მერის წარმომადგენლებმა მონიტორინგის ჯგუფისგან კონკრეტული მითითებები მიიღეს. 
  „ამჟამად არის დათბობის სეზონი, როცა მავნებელი გამოზამთრების რეჟიმიდან გამოდის და ბუნებას უბრუნდება. სწორედ ახლა უნდა დაიწყოს მასიური საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში როგორ და რა მეთოდებით ვებძოლოთ აზიურ ფაროსანას,“ - განაცხადა შავლეგო ნონიაძემ.
  წყალტუბო მუნიციპალიტეტის მერმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა მონიტორინგი ჯგუფს. ჯგუფის წარმომადგენლებმა მერის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს. 
შეგახსნებთ, რომ მოქმედებს დამატებითი შეკითხვებისთვის ცხელი ხაზი
☎️ იმერეთი - 16 601 (ზარი უფასოა). 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახური - 15 01