სოფელ წყალტუბოში 240 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა იწყება.

სოფელ წყალტუბოში 240 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა იწყება.

  56398295_1263478110475985_2656004215318511616_n წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში 240 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა იწყება. 
   სკოლის მოსწავლებსა და პედაგოგებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი შეხვდნენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში საჯარო სკოლის არარსებობის გამო სკოლის მოსწავლეები სამ საცხოვრებელ სახლში არიან გადანაწილებული და მათ რთულ პრობებში უწევთ განათლების მიღება. 
  ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ კი, სოფელ წყალტუბოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება, სადაც მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019-2020 წლებში 150 სკოლის მშენებლობას და რეაბილიტაციას განახორციელებს. ამ ეტაპზე, ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს 35-მდე სკოლის მშენებლობა-პროექტირებაზე ტენდერი.