სოფლის მხარდაჭრის პროგრამა 2019

სოფლის მხარდაჭრის პროგრამა 2019

წყალტუბოს მუნციპალიტეტის   მერია   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მიმწოდებლის შერჩევის მიზნით აცხადებს განცხადებების მიღებას.  შერჩევაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტს და ასევე ფიზიკურ პირს.

  შერჩევაში მონაწილეობის მიღების მსურველმა პირმა(ფიზიკური ან იურიდიული პირი)უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება კონკრეტული შესყიდვის ობიექტის მითითებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის  სივრცითი მოწყობის, ინფასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის  სამსახურში ან გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ელქტრონულ ფოსტაზე: Tskaltubo1gmail.com   განაცხადს  უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ამონაწერი მეწარმეობა და არასამეწარმეო, იურიდიული პირების რეესტრიდან), ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში  პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ბ) ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების  არსებობის შესახებ ინფორმაცია, ხოლო საგზაო სამუშაოების შემთხვევაში, აგრეთვე შესაბამისი ტექნიკის საკუთრების ან იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

გ) საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა)

განაცხადების  მიღება  დასრულდება  2019 წლის 14 აპრილს 17:00 საათზე.

მიმწოდებლების შერჩევის მიზნით ჯგუფის სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის 15 აპრილს   14:00 საათზე. პრეტენდენტი  ვალდებულია გამოცხადდეს ჯგუფის  სხდომაზე. გამოუცხადებლობის შემთხვევაში განაცხადი არ იქნას განხილული.

დაწვრილებითი ინფორმაცია 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებსი განსახორციელბელი პროექტების შესახებ იხილეთ ბმულზე: /source/SOFLIS%20PROEQTEBIS%20CXRILI-compressed_1.pdf