საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან მამაგეიშვილი ხელმძღვანელობდა.

კომისიის წევრებმა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N 66 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

დეპუტატების შეკითხვებს  მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ხელაძემ გასცა პასუხი.

აღნიშნულ საკითხს ბიუროს დღევანდელ  სხდომაზე უყრიან კენჭს.