საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მაკა ჭელიძე უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ  ორ საკითხზე იმსჯელეს.

კერძოდ, დეპუტატებმა განიხილეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი  და ასევე, იმსჯელეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის  თანხმობის მიცემის თაობაზე.

აღნიშნულ საკითხებს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უყრიან კენჭს.