ბიუროს სხდომა

ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში  ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე უძღვებოდა.

საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომაზე ის საკითხები განიხილეს, რომლებიც მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით იქნება გათვალისწინებული.

კერძოდ, საკრებულოს წევრები მორიგ სხდომაზე მოისმენენ შემდეგ საკითხებს:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24  დეკემბრის N66  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. წყალტუბოს   მუნიციპალიტეტის   მერიის  საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და  თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28  ნოემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და  ახალგაზრდობის ცენტრი’’-ს საშტატო  ნუსხაში  ცვლილების შეტანის შესახებ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის  თანხმობის მიცემის თაობაზე.

4. ქალაქ წყალტუბოში,რუსთაველის ქუჩა N39ა-ში მდებარე, (საკ. კოდი N29.08.37.069) წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული შენობის  მეორე სართულის(840,41 კვ.მ.)  და პირველ სართულზე  განთავსებული 19.54 კვ.მ.  ფართის (ერთი ოთახი) სარგებლობის უფლებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით,  იჯარით გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის  თანხმობის მიცემის თაობაზე.

5. ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის 2019 წლის  ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს      მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2019   წლის  25 იანვრის  № 5 დადგენილებაში  ცვლილების   შეტანის თაობაზე.

6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 აპრილის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.