საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  პაატა ახალაძე უძღვებოდა.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24  დეკემბრის N66  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

2.წყალტუბოს   მუნიციპალიტეტის   მერიის  საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და  თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28  ნოემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

3.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და  ახალგაზრდობის ცენტრი’’-ს საშტატო  ნუსხაში  ცვლილების შეტანის შესახებ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის  თანხმობის მიცემის თაობაზე.

4.ქალაქ წყალტუბოში,რუსთაველის ქუჩა N39ა-ში მდებარე, (საკ. კოდი N29.08.37.069) წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული შენობის  მეორე სართულის(840,41 კვ.მ.)  და პირველ სართულზე  განთავსებული 19.54 კვ.მ.  ფართის (ერთი ოთახი) სარგებლობის უფლებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით,  იჯარით გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის  თანხმობის მიცემის თაობაზე.

5. ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის 2019 წლის  ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს      მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2019   წლის  25 იანვრის  № 5 დადგენილებაში  ცვლილების   შეტანის თაობაზე.

სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და მერიის სტრუქტურული სამსახურების  ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.