წყალტუბოში მცხოვრები დევნილებისთვის მრავალსართულიან ბინებს აშენებენ

წყალტუბოში მცხოვრები დევნილებისთვის მრავალსართულიან ბინებს აშენებენ

  56177034_1264774663679663_5852027373276364800_n საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 6 სახლის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 28 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 420 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი.
  სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად გაეცნო.
  პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. დამონტაჟდება გარე განათება, ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი. თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. გარდა 6 საცხოვრებელი ბინისა მგფ-ი ✔️✔️სოფელ გვიშტიბში ასევე 2 საცხოვრებელი სახლის დაწყებულ მშენებლობას დაასრულებს, რომელზეც ტედერი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს შეფასების პროცედურები.
  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც ახორციელებს. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ფონდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.