განიხილეს მომავალი ტანამშრომლობის გეგმები

განიხილეს მომავალი ტანამშრომლობის გეგმები

  56182454_1265045303652599_4247043471090647040_n წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მაიორთან კვინტინ  დოლისთან შეხვედრა გამართა, რომელმაც მომავალი თანამშრომლობის და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების სურვილი გამოთქვა. 
   შეხვედრაზე განიხილეს ის ამოცანები და გამოწვევები, რომლებიც ამჟამად წყალტუბოს განვითარებისთვის პრიორიტეტულია. 
,,ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება უმნიშვნელოვანესია, ვფიქრობ მაიორმა დოლითან თანამშრომლობით ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ’’ - აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა
 შეხვედრას ამერიკის საელჩოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის კოორდინატორი დავით სანიშვილი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი ესწრებოდნენ.