სპორტის საერთაშორისო დღე წყალტუბოში».

სპორტის საერთაშორისო დღე წყალტუბოში».

 56506582_1265574586933004_2244201823265095680_nსპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
გაიხსნა საკავშირო კატეგორიის მსაჯის, მძლეოსნობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, არაერთი წარმატებული სპორტსმენის აღმზრდელის გივი თალაკვაძის მემორიალური დაფა. ცერემონიალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.
დამსახურებული მწვრთნელის გივი თალაკვაძის ქალიშვილმა ქალბატონმა ლალი თალაკვაძემ ისაუბრა მამის სპორტულ კარიერაზე, მიღწევებსა და სპორტის განვითარებაში შეტანილ წვლილზე.
აღინიშნა, რომ წყალტუბოში უკვე ტრადიციად იქცა გივი თალაკვაძის სახელობის ტურნირის ჩატარება. ითქვა ისიც, რომ გივი თალაკვაძე 60 წელი ემსახურა მძლოსნობის განვითარებას, მასთან ერთად 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონი ჭოკით ხტომაში სერგეი ბუბკა საწვრთნელ ვარჯიშებს წყალტუბოს სტადიონზე გადიოდა. 
დღესვე ქალაქის მე- 2 საჯარო სკოლაში გივი თალაკვაძის აღზრდილის, სპორტის პედაგოგის რიტა ქურასბედიანის ორგანიზებით გაიმართა შეჯიბრებები მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობებში, ერთმანეთს მე-2 საჯარო სკოლის, კერძო სკოლა ,,ოცნების'', სოფელ ბანოჯის, რიონის, ვარციხეჰესების, გვიშტიბის საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. 
გუნდური გამარჯვება და პირველი ადგილი მე- 2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე - ვარციხეჰესების, ხოლო მესამე - სოფელ ,,რიონის'' გუნდებმა დაიკავეს.
გამოვლიდნენ ინდივიდუალური გამარჯვებულები, რომლებსაც საჩუქრად დიპლომები და თასები დამსახურებული მწვრთნელის შვილიშვილმა მარიამ მარჯანიშვილმა გადასცა.
სპორტის საერთაშორისო დღის წყალტუბოში მასშტაბურად აღნიშვნა მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა უზრუნველყო.