«ლადო აფხაზავა წყალტუბოში».

«ლადო აფხაზავა წყალტუბოში».

 57009136_1267007340123062_7841691095070146560_nმასწავლებლის გლობალური ჯილდოს ლაურეატი და ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგი ლადო აფხაზავა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის სკოლას საპატიო სტუმრის სტატუსით მოსწავლეებთან ერთად ეწვია. სკოლებს შორის თანამეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე და წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი ესწრებოდნენ.
,,ძალიან მოხარული ვარ რომ დღეს სტუმრად გვყავს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ლაურეატი ლადო აფხაზავა, რადგან ის გახლავთ პიროვნება, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა ჩვენს საგანმანათლებლო სფეროს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მსოფლიოს აჩვენა სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითი, ძლიერი პედაგოგი ნიშნავს ძლიერ მომავალ თაობას, მიხარია, რომ სოფელ ჩიბათისა და ბანოჯის საჯარო სკოლებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, დარწმუნებული ვარ ეს იქნება წარმატებების მომტანი ორივე მხარესათვის - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა.
,,ბატონმა ლადო აფხაზავამ მსოფლიოს აჩვენა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობა, ვფიქრობ მისი როგორც პროფესიონალი პედაგოგის შემართება და მიზანმიმართული აქტივობები არის სამაგალითო, სოფელ ჩიბათისა და ბანოჯის სკოლების დამეგობრებაც ნიშნავს იმას, რომ გამოცდილებათა გაზიარებითა და მოტივაციის ამაღლებით ბევრი ახალი პროქტი განხორცილდება'' - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
ბატონმა ლადო აფხაზავამ ისაუბრა თანამედროვე განათლების სისტემის გამოწვევებსა და ამ სფეროში საკუთარ გამოცდილებაზე. აღნიშნა, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობა სექტორებს შორის. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ. მოეწყო ექსკურსიების ,,სათაფლიისა’’ და ,,პრომეთეს’’ მღვიმეებში.