საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მაკა ჭელიძე ხელმძღვანელობდა.

კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხზე და ა(ა)იპ „საბავშვო ბაღების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.