საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან მამაგეიშვილი უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა  მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელთან მალხაზ ხელაძესთან ერთად, „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხზე იმსჯელეს.