ბიუროს სხდომა

ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე უძღვებოდა.

ბიუროს წევრებმა იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებზე:

1. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

2. წყალტუბოსმუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილებების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

 

                                                კომისიებზე გადასაცემი საკითხები:

4.  ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ თანამშრომელთა სამუშაო პირობების, შინაგანაწესის დაცვის, ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.

6.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქუტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2018 წლის III –IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

7.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ 2018 წლის III –IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

8.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მიერ 2018 წლის III –IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

9.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

10.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2018 წლის III –IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

11.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 აპრილის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ