საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე ხელმძღვანელობდა.

საკრებულომ კენჭი უყარა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1.  „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

2.  წყალტუბოსმუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

3.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილებების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

სხდომას  მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ხელაძე და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მმართველი გიორგი იობიძე ესწრებოდა.