როსტომ ჩხეიძის ლექცია ქართულ ენაზე და ეროვნულ ღირებულებებზე

როსტომ ჩხეიძის ლექცია ქართულ ენაზე და ეროვნულ ღირებულებებზე

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში წყალტუბოს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ქართული ენის სიწმინდეზე და ეროვნულ ღირებულებებზე, ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, 40 მონოგრაფიისა და 28 ავტობიოგრაფიული რომანის ავტორმა როსტომ ჩხეიძემ ლექცია წაიკითხა.
როსტომ ჩხეიძე აუდიტორიას ნინო მარღანიამ და მწერალმა ელგუჯა თავბერიძემ წარუდგნეს.
ელგუჯა თავბერიძემ მწერალს თანამედროვე ეპოქის ილია ჭავჭავაძე უწოდა. თავად როსტომ ჩხეიძემ აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებით სიამოვნებს მკითხველთან პირისპირ შეხვედრა. „ ჩვენ არ ვიბადებით ქართველებად და ქრისტიანებად, ჩვენ ეს უნდა მოვიპოვოთ, ამიტომაც არასოდეს ვამბობ უარს ლექციებზე ქუჩებში, მოედანზე, ტბის პირას, ბიბლიოთეკებში, მადლობა, რომ ამის საშუალება წყალტუბოში მომეცა. მითუმეტეს მამაჩემი ოთარ ჩხეიძე და მწერალი ოტია იოსელიანი დიდი მეგობრები და სულიერი თანამოაზრენი იყვნენ“. 
მწერალმა 1978 წლის 14 აპრილი გაიხსენა, როდესაც საბჭოთა კავშირის მთავრობას კონსტიტუციიდან ქართული ენის ამოღება სურდა და ამას წინ აღუდგა იმდროინდელი სტუდეტობა. მან ისტორიის ის უცნობი დეტალები გააცნო აუდიტორიას, რომლებზეც ჯერ არც კი დაწერილა. ისაუბრა ზვიად გამსახურდიას როლზე ქართული ენის გადარჩენის საქმეში, როცა დისიდენტი გამსახურდია ჟურნალ „ოქროს საწმისს“ და „საქართველოს მოამბეს“ გამოსცემდა და იქ წერდა როგორ სურდა საბჭოთა რუსეთს თანდათან „დრომოჭმულ“ ენად გაეხადა ქართული.
„ზვიადის დაპატიმრებამ განაპირობა 14 აპრილი. ედუარდ შევადნაძეს ქართული ენის კონსტიტუციაში დასატოვებლად არაფერი არ გაუკეთებია, პირიქით, ის მოსვლისთანავე ეკლესიების წინააღმდეგ წავიდა. პატრიარქად უნდოდათ მათი კანდიდატი გაიოზ კელაპტრიშვილი, მთელი იმ დროინდელი სამღვდელოება გააწითლეს. ზვიად გამსახურდიამ ბოლომდე დაიცვა ერის ინტერესები, წავიდა იმაზე, რომ დაეწერა „მონანიება“ მხოლოდ იმიტომ, რომ ილია შიოლაშვილი გამხდარიყო პატრიარქი. ეს მაშინ მხოლოდ მან და მისმა მტრებმა იცოდნენ, ამიტომ მაშინ ავტორიტეტიც კი შეელახა და გამსახურდიას დისკრედიტაია მოხდა,“ - აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ. 
იაკობ გოგებაშვილის ავტობიოგრაფიული რომანის ავტორმა იაკობის ღვაწლზეც გაამახვილა ყუადღება და ამ დიდი საზოგადო მოღვაწის ცხოვრების უცნობი დეტალები გააცნო აუდიტორიას. „დედაენის“ წერისას ის ჭლექით იყო დაავადებული და თავს უვლიდა, ზაფხულშიც კი ქუდი ეხურა და პალტო ეცვა, წვიმაში გარეთ არ გამოდიოდა და გუბეებსაც კი ახტებოდა“-აღნიშნა მან . როსტომ ჩხეიძემ ისაუბრა თუ როგორ აკრძალა ბავშვის ცემა სკოლაში იაკობ გოგებაშვილმა , როგორ დაუხიეს მტრებმა სკოლის დოკუმენტაცია, როგორ გადაწყვიტა თავის მოკვლა და როგორ გადახტა მტკვარში, როგორ გადაარჩინა სანდრო ცხვედაძემ და როგორ დარჩა მარტო კაცი იმპერიის წინაშე ქართული ენის გადარჩენისთვის ბრძოლაში. „ მთელი წიგნი მზად ჰქონდა მაგრამ ვერა და ვერ იწყებდა წერას. ბოლოს თურმე მის მასწავლებელს გაბიელ ეპისკოპოსს მიაკითხა და მისი გასაჭირი მოუყვა. მასწავლებელს უთქვამს ღმერთი აუცილებლად მოგცემს პირველ სიტყვას, შესაძლოა ეს ბავშვის პირითაც გითხრასო. იაკობი იმ წელს სოფელ ვარიანში ჩავიდა გაზაფხულზე და დაინახან ბავშვები ერთმანეთს ახარებდნენ „აი ია“ . ეს არის უნიკალური მოვლენა, რომ ორი ბგერით წინადადება აიწყო, ძალიან მალე დაიწერა „დედაენა“ - აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ. ლექცია იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ბოლოს კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა, მწერალმა მსმენელების შეკითხვებსაც უპასუხა.
ქართული ენის შესახებ ლექციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი დაესწრო.-,, მიხარია, რომ ქართული ენის დაცვის დღე წყალტუბოში წელს განსხვავებულად და მასშტაბურად აღინიშნება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენთან არის მრავალმხრივი შემოქმედი მწერალი, პუბლიცისტი, ათეულობით წიგნის ავტორი როსტომ ჩხეიძე,რომლის მოსაზრებები ქართული ენის წარმომავლობის და ზოგადად ჩვენი მწერლობის შესახებ ბუნებრივია არის საინტერესო და ღირებული. მადლობა დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებს, ვფიქრობ თქვენ ყველამ ერთად დაამტკიცეთ, რომ საქართველოს დღეს ისე როგორც არასდროს სჭირდება ნიჭიერი და ღრმადმოაზროვნე ადამიანები.'' აღნიშნა გრიგოლ იოსელიანმა.
ლექციას ესწრებოდნენ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და პედაგოგები, ბაჩო და დაჩი იოსელიანები, ბიბლიოთეკების წარმოამდგენლები, მოსწავლეები. 
აღსანიშნავია, რომ მწერალმა წყალტუბოს ბიბლიოთეკას საკუთარი წიგნები საჩუქრად გადასცა.
შეხვედრის ორგანიზება ა(ა)ი.პ წყალტუბოს კულტურის განვითარების ცენტრმა უზრუნველყო. ღონისძიების ინიციატორი, სცენარის ავტორი, 
და წამყვანი საბიბლიოთე57116324_1270077866482676_7600724514728574976_nკო გაერთიანების ხელმძღვანელი სულიკო სვანიძე გახლდათ