(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

დედაენის დღე წყალტუბოში

56866438_1271353106355152_311511353753862144_oუძველესი ქართული ანბანისა და ქართული ენის საგალობლები, თემატური ნამუშევრები, ახალი კრებულის პრეზენტაცია, კალიგრაფიული კონკურსი, ანბანთქების ცნობილი ლექსები და ლიტერატურული პერფორმანსი, გამარჯვებულების დაჯილდოვება- ამ ყველაფერმა დღეს, 14 აპრილს წყალტუბოში, დედაენის დღის კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსული საზოგადოება წარუშლელი შთაბეჭდილებებით აავსო.
ა(ა)ი.პ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ქართული ენის განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ამ უნიკალური ფენომენის ძალა, პატარებმა წაიკითხეს ცნობილი ქართველი მოღვაწეების გამონათქვამები ენაზე, ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები, ფოლკლორულმა ანსამბლებმა: ,,აისი’’ და ,,სალაღობო’’ შეასრულეს საგალობლები და ქართული სიმღერები, მაყურებლთა წინაშე წარდგნენ ანსამბლ ,,ოცნების’’ წევრები. მოსწავლეთა თემატური კონფერენციის მონაწილეები, საგამოფენო სივრცეში კი მოეწყო ქალაქის პირველი, მე-2, მე- 4 საჯარო სკოლების, სასულიერო გიმნაზიიის, კერძო სკოლა ,,ოცნების’’, ასევე სოფელ წყალტუბოს, ბანოჯის, ფარცხანაყანების IV საჯარო სკოლისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. 
ღონისძიებას ესწრებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, რომელმაც თავის გამოსვლაში ისაუბრა ქართული ენის განსაკუთრებულ როლზე ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საშურ საქმეში. მანვე მადლობა მოახსენა ორგანიზატორებს ღონისძიების მაღალ დონეზე მომზადებისთვის.
ქართული ენის ფენომენზე, მის სიყვარულზე, უძველეს დამწერლობასა და ეროვნული ინტერსების დაცვის მნიშვნელობაზე, 1978 წლის 14 აპრილს ქართველი ხალხის ერთიანობისა და მწვავე პროტესტის შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება თავიანთ გამოსვლებში საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ნიჟარაძემ, 
ფრაქცია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბადრი პაპავამ, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მმართველის მოადგილემ ლილი გელენიძემ, პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ, ა(ა)ი.პ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის მმართველმა ნინო ხურციამ.
ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს სამადლობელი სიგელები გადაეცათ.
 
დედა ენის დღე წყალტუბოში
46 ფოტო