(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

იაკობ ქაჯაია ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა

56947072_1271918076298655_6616496616700379136_oევროპის ჩემპიონატზე წყალტუბოელმა სპორტსმენმა იაკობ ქაჯაიამ რუსი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა და ფინალშია!
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა მძიმეწონოსანმა (130კგ) ფალავანმა იაკობ ქაჯაიამ.
იაკობმა შეჯიბრება როგორც კარგად დაიწყო (საწყის ეტაპებზე 9:0, 9:0 დაამარცხა უკრაინელი და უნგრელი მეტოქეები), ნახევარფინალშიც ისევე განაგრძო.თუმცა ამჯერად იაკობს სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავდა - რუსი მსოფლიოს ჩემპიონი სერგეი სემიონოვი. ანგარიშიც შესაბამისი იყო - 3:2 ქართველის სასარგებლოდ.საბოლოოდ იაკობი ვერცხლის მედალს დაჯერდა. 

ის საქართველოში უკვე დაბრუნდა და აეროპორტში მისი მეწგობრები ახლობლები და მრვრთნელი დახვდა.