(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

სიყვარულის დღე სიყვარულის ხიდთან

15.04.2-19

15 აპრილი საქართველოში სიყვარული დღეა. ეს დღესასწაული საქართველოში 1993 წელს დაწესდა ჟურნალისტისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის ბესიკ ჩუბინიძის ინიციატივით. 
ქართული სიყვარულის დღე შეიქმნა როგორც ევროპული „ვალენტინობის“ ალტერნატივა, თუმცა ქართველ შეყვარებულებს ეს ხელს არ უშლის, რომ ორივეჯერ აღნიშნონ სიყვარულის დღესასწაული. 
ტრადიციულად, ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს რომანტიკულ საჩუქრებს ჩუქნიან. 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, წყალტუბოში, სიყვარულის ხიდთან მარადიული გრძნობის აღსანიშნავად ახალგაზრდებმა იმპროვიზირებული პროზის, პოეზიის და სიმღერისა და ცეკვის საღამო მოაწყვეს. 
შეყვარებულებმა კოცონიც დაანთეს და ერთგულების ნიშნად ხიდზე ბოლქომებიც შეაბეს. 
ნაჩვენები იყო ახალგაზრდების გადაღებული თემატური კლიპები და იუმორისტული სკეჩები. 
გაზაფხულის წვიმას ხელი არ შეუშლია სიყვარულით გულანთებული გოგო ბიჭებისთვის კიდევ ერთხელ ერთად ეზეიმათ მარადიული გრძნობის ქართული დღესასწაული.56998327_1272460499577746_567724209002774528_o