საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე, დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ნიჟარაძემ წარუდგინა.

დეპუტატებმა  მოისმინეს ანგარიში   აღნიშნული კომისიის 2018 წელს გაწეული მუშაობის   და  ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მიერ 2018 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის  შესახებ.

კომისიის წევრებმა, ასევე იმსჯელეს სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლისათვის ნიკო ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ.