საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მურმან შალამბერიძე უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა სხდომაზე მოისმინეს  ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და კეთილმოწყობის სამსახურისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ 2018 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასის და რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცების საკითხზე.