საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან მამაგეიშვილი ხელმძღვანელობდა.

კომისიის წევრებმა სხდომაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო– საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ხელაძემ დეპუტატებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.