საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან მამაგეიშვილი უძღვებოდა.

კერძოდ, კომისიის წევრებმა იმსჯელეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დეპუტატების შეკითხვებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ხელაძემ და მერიის საფინანო– საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა ფატი გაგოშიძემ გასცეს  პასუხი.