ბიუროს და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

ბიუროს და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა  გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე უძღვებოდა.

დეპუტატებმა განიხილეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.

აღნიშნულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

საკრებულოს სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, მერიის სტრუქტურული სამსახურების და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.