«სააღდგომო ნობათის დარიგება».

«სააღდგომო ნობათის დარიგება».

  58616493_1279023552254774_3134577650719260672_nაღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სააღდგომო ნობათის დარიგება დაიწყო. შეჭივრებულ ოჯახებთან ერთად კვების პროდუქტები ,,ინკლუზიური ცენტრის'' ბენეფიციარებს გადაეცათ. 
-,, ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, მინდა მივულოცო ყველა ქრისტიანსა და სრულიად საქართველოს. დღეს პირადად შევხვდით იმ მოქალაქეებს, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი თანადგომა, დახმარება, გულისხმიერება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 0-დან 65 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შ.შ.მ ბავშვებისთვის, სამამულო ომის მონაწილეებისა და დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის 12095 ლარი გამოიყო. 295 ბენეფიციარმა უკვე მიიღო 41 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური პროგრამიდან, ასევე 100-100 ლარი ჩაერიცხა ,,სათნოების სახლის'' 180 ბენეფიციარს’’- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა. 
სააღდგომო ნობათის დარიგების აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ჩაერთნენ.