«გერმანიის ელჩი წყალტუბოში».

«გერმანიის ელჩი წყალტუბოში».

 58579415_1279727068851089_7495775554331738112_nგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მიიღო. ვიზიტის ფარგლებში საპატიო სტუმარმა დაათვალიერა ბალნეოლოგიური ცენტრი ,,Tskaltubo Be Healthy’’, ,,ბალნეოკურორტი წყალტუბო“ და ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული სანატორიუმები. 
გერმანიის ელჩს წყალტუბოს როგორც უნიკალური სამკურნალო კურორტისა და აქ არსებული რადონული წყლების შესახებ ინფორმაციები წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის მმართველის მოადგილემ ირაკლი მაისაშვილმა გააცნო.
-,, ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს წყალტუბოში ვიმყოფები, ვფიქრობ საბჭოთა კავშირს არასად არ დაუტოვებია ისეთი მასშტაბური და არქიტეტურული თვალსაზრისით გამორჩეული შენობები როგორიც ამ ქალაქში. წყალტუბოს დიდი ისტორია აქვს როგორც კურორტს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას დიდი მომავალიც ექნება, აქ უკვე განხორციელებულია გარკვეული ინვესტიციები. მე ვხედავ ძალიან დიდ პოტენციალს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით, მოხარული ვიქნები თუ მეტი ტურისტი ჩამოვა გერმანიიდან საქართველოში და კერძოდ- წყალტუბოში. მთავარია, უფრო ცნობადი გავხადოთ ეს კურორტი გერმანიაში და მთელ ევროპაში იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სჭირდებათ რადონული მინერალური წყლებით მკურნალობა და ინვესტორებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ძველი სანატორიუმების განახლება’’. - განაცხადა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.