«გარე განათების მოწყობის სამუშაობი წყალტუბოში».

«გარე განათების მოწყობის სამუშაობი წყალტუბოში».

  58870269_1282804091876720_9163070558579982336_nწყალტუბოს მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრის’’ სპეციალისტებმა ახალი სანათები უკვე დაამონტაჟეს ქალაქის შემოსასვლელში, ტაბიძის, გოგებაშვილის, გამსახურდიას, 9 მარტის, კოსტავას, ბარათაშვილის, ყაზბეგის, ლორთქიფანიძისა, თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩებზე, განათების ქსელი მოწესრიგდა საფეხმავლო ბილიკებზეც.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ დაათვალიერეს. 
-,,სრულად შეიცვლება და განახლდება ქალაქის გარე განათების სისტემა, გაკეთდება ყველაფერი წყალტუბოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და გალამაზებისთვის ’’-აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრის’’ მმართველის თორნიკე ჯიქიას განმარტებით, გრძელდება ახალი 100 ვატიანი დიოდური სანათების მონტაჟის პროცესი, რომელიც ფაქტიურად ყველა ცენტრალურ ქუჩას მოიცავს.
დიოდური სანათები ელექტროენერგიის 60–70%-იან ეკონომიას იძლევა.