კუიავსკო-პომორსკის სავოევოდოს დელეგაცია წყალტუბოში

კუიავსკო-პომორსკის სავოევოდოს დელეგაცია წყალტუბოში

 59381094_1283278238495972_5167566180801576960_n წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დღეს კუიავსკო-პომორსკის სავოევოდოს დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 
  რეგიონული საბჭოს (პარლამენტის) თავმჯდომარემ რიშარდ ბობერიმ, საბჭოს წევრმა რობერტ მალინოვსკიმ, ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილემ პაულინა სზრამა, სავოევოდოს გენერალური მდივანმა მარეკ სმოჟიკიმ და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სილვია ტუბელევიჩ-ოლეინიკიმა ,,პრომეთეს მღვიმე'', ბალნეოლოგიური ცენტრი ,,Tskaltubo Be Healthy’’, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი და ,,ოტიას მარანი'' დაათვალიერეს. 
 საპატიო სტუმრებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი შეხვდა. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით დაინტერესდნენ წყალტუბოს უნიკალური რადონული წყლის სამკურნალო პროცედურებით და მომავალში აუცილებლად ჩამოვლენ წყალტუბოში.