«ღვაწლმოსილი პედაგოგის 100 წლისთავი სოფელ ოფურჩხეთში».

«ღვაწლმოსილი პედაგოგის 100 წლისთავი სოფელ ოფურჩხეთში».

59652654_1287834788040317_358886088569257984_nსოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგი მიხეილ ძოწენიძე გაიხსენეს და 100 წლის იუბილე აღნიშნეს. მიხეილ ძოწენიძე ფიზიკის პედაგოგად 50 წელზე მეტი მუშაობდა რიონისა და ზარათის სკოლებში. დღეს მისი პედაგოგიური წლები, მისი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება ყოფილმამოსწავლეება, კოლეგებმა, უმცროსმა მეგობრებმა გაიხსენეს. ღვაწლმოსილი პედაგოგის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (დეპუტატი ოფურჩხეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან),საკრებულოს წევრი მაკა ჭელიძე, ოფურჩხეთის და ზარათის მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს სკოლა ჩემთვის წმინდა ტაძარია, რადგან აქ ათწელეულები გაატარა მამაჩემმა. ამ სკოლაში მოხდა ჩემი ადამიანად ჩამოყალიბება, მადლობა რომ გაიხსენეთ მამა,“- აღნიშნა პედაგოგის ვაჟმა, ექიმმა მალხაზ ძოწენიძემ და ბიოგრაფიული ცნობები გააცნო აუდიტორიას. მიხეილ ძოწენიძე დამოუკიდებელ საქართველოში 1919 წლის 7 აპრილს დაიბადა. სწავლობდა ზარათის და ოფურჩხეთის სკოლებში, ბოლოს დაასრულა ქუთაისის 24 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. დაასრულა მოსკოვის ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემია, იყო სოფელ ზარათის სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილი, სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ოფურჩხეთის სკოლაში. 50-აინ წლებში დახურული ჰესების შესახებ აკეთებდა კვლევებს, იყო მისაღებ გამოცდებზე კომისიის წევრი სამედიცინო ინსკტუიტუტში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. „მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჩვენი სოფლის ისტორია და გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებიც ამ ისტორიას ქმნიდნენ, ამ ურთიერთობებს ქმნიდნენ, უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი როგორც თაობების აღზრდაში, ისე ჩვენი მხარის საქმის კეთებაში. ამ გზაზე ბატონი მიხეილის წვლილი არის ფასდაუდებელი, ეს არის კარგი ტრადიცია და მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მომავალ თაობას სიკეთის კეთებაში, რომ ადამიანის კეთილი საქმე არასოდეს ეძლევა დავიწყებას, და ქართველი კაცი ყოველთვის დააფასებს ჩვენი წინაპრის ნაკეთებს,“ – ასე მიმართა ღონისძიებაზე შეკრებილ პედაგოგიურ კოლექტივს საქართველოს პარლამენტის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ამ ღონისძიებისთვის. „მადლობა, რომ აფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ მომავალი თაობის აღზრდაზე,“ - აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრგოლ იოსელიანმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ მიხეილ ძოწენიძის შესახებ პრეზეტნაცია მოიწონა და პირადი ემოციაც გამოხატა. „ოჯახში პირველად საოჯახო ალბომს ვითხოვ ამ ფოტოებმა მისი ცხოვრების გზა დაგვათვალიერებინა, ჩემი მამის პედაგოგიც იყო ბატონი მიხეილი, მისი უშუალო ორგანიზატორობით შედგა იმ დროის უდიდესი პროექტი - ორი სოფლის, ზარათისა და ოფურჩხეთის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. მთავრი ერთია, ის ხიდიც ერთობამ იმ ძალამ შექმნა რომელსაც მიხეილ ძოწენიძე ჩაუდგა სათავეში,“ - აღნიშნა პაატა ახალაძემ. შეხვედრაზე ადგილობრივების მხრიდან გაჟღერდა მოთხოვნა ზარათი - ოფურჩხეთის დამაკავშირებელ ხიდს, მიხეილ ძოწენიძის სახელი მიენიჭოს. ხიდის აშენებამდე ფიზიკის მასწავლებელი საკუთარი პატარა ნავით ემსახურებოდა მოსწავლეებს, რომლებიც ამინდის მიუხედავად სკოლამდე მიშა მასწავლებლის ნავით მიდიოდნენ.