«მედალოსნების დაჯილდოვება»

«მედალოსნების დაჯილდოვება»

   59972657_1288216701335459_2283739144708423680_n_2წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2017-18 წლების კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.
   დაჯილდოვების ცერემონიალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი  მამუკა ჩხეტიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, საჯარო სკოლის დირექტორები და მედალოსნების მშობლები ესწრებოდნენ. 
  წარჩინებულ მოსწავლეებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა წინსვლა და წარმატებები უსურვეს.
  15 ოქროსა და 7 ვერცხლის მედალი 22-მა წყალტუბოელმა წარჩინებულმა მოსწავლემ მიიღო.