ინფრასტრუქურული პროექტების დათვალიერება

ინფრასტრუქურული პროექტების დათვალიერება

   60225458_1288290657994730_6268605236386988032_nწყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
  ქალაქ წყალტუბოში, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტი თამარ მეფის ქუჩაზე №1, №3, №9, №11, №12, №13, №15 და №18 -ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაცია დასრულებულია . გაკეთებულია სანიაღვრე არხები და ცხაურები. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 311110 ლარს. პროექტის ბენეფიტია მინიმუმ 250-ზე მეტი ოჯახი.
 რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი წილით სოფელ მაღლაკში, ჟორჟოლიანების უბანში გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოების პირველ ეტაპს შპს. „მიმდემი“ ახორციელებდა, ამჟამად შპს. „ბეტკო“ მუშაობს. როგორ ადგილობრივები ამბობენ, ამ სოფელში შიდა გზები არასოდე დაგებულა. სამუშაოების ღირებულება 503. 660 ლარია. 
 ასევე სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს სოფელ ფარცხანაყანევში, რეხის ტყის უბანში. პროექტის ღირებულება - 317 608 ლარი.