«9 მაისი წყალტუბოში».

«9 მაისი წყალტუბოში».

  60132261_1288909821266147_7001034474754408448_nფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. სოფელ გვიშტიბში, მემორიალთან ტრადიციულად შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, წარმომადგენლები, მოსწავლე-ახალგაზრდობა. 
-,, გილოცავთ გამარჯვების დღეს - 9 მაისს. ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ყველაზე სასტიკ ომში, ბევრმა მათგანმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა, რათა მომავალ თაობებს მშვიდობიან ქვეყანაში ეცხოვრათ. ქედს ვიხრი თქვენი გმირობის წინაშე ძვირფასო ვეტერანებო! მადლობა შეუფასებელი ღვაწლისა და ქვეყნის უანგარო სამსახურისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს. მინდა მივმართო ახალგაზრდებს, მომავალ თაობას, არ შეიძლება დავივიწყოთ წარსული, არ შეიძლება სათანადო პატივი არ მივაგოთ იმ ღირსეულ ვეტერანებს, რომელთა გმირობაზეც დგას ჩვენი ქვეყანა.'' -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
მემორიალთან სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს.
სამამულო ომის მონაწილე რვა წყალტუბოელი ვეტერანიდან ღონისძიებაზე მოსვლა მხოლოდ ორმა მათგანმა დიომიდე ჯოჯუამ და გიორგი ჭეიშვილმა შეძლო. 
„ მე იაპონიაში საზღვარზე გამიშვეს, ჩინეთის გარკვეული ტერიტორია მაშინ რუსეთს ეკუთვნოდა და იმ ტერიტორიას ვიცავდით, რადგან იაპონია გვიტევდა. სამჯერ ვარ დაჭრილი. ომი რომ დასრულდა კიდევ 1 წელი ვიმსახურე ჯარში. ჩემზე ამბობდნენ გავუშვათ იაპონიაში ერთ ტყვიას მაინც გააციებსო, ეჰ ომი საშინლებაა“ - განაცხადა 97 წლის ვეტერანმა დიომიდე ჯოჯუამ . 
,,ჩემი ოჯახიდან სამი ძმა წავედით და მხოლოდ მე დავბრუნდი ცოცხალი. დავიჭერი ლვოვში სამჯერ. ძლივს ჩამოვედი ცოცხალი“ -აღნიშნა გიორგი ჭეიშვილმა. 
მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ ვეტერანებს პირადად მიულოცეს გამარჯვების დღესასწაული.
დღესვე ადგილობრივი თვითმმართველობის პირებმა პატივი მიაგეს გვიშტიბის ძმათა სასაფალოზე განსვენებული ჯარიკაცების ხსოვნას.
გამარჯვების დღესასწაული სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.
სამამულო ომის მონაწილე წყალტუბოელ ვეტერანებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300-300 ლარი ჩაერიცხათ