საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მურმან შალამბერიძე ხელმძღვანელობდა.

კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს. საკითხებს შორის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით –იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე იმსჯელეს.

დეპუტატებმა ასევე, განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2019 წელს საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების საკითხი.

კომისიის წევრების შეკითხვებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა მარეხ კანკაძემ და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების ხელმძვანელმა იონა ჯოჯუამ გასცეს პასუხი.