ბიუროს სხდომა

ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე უძღვებოდა.

ბიუროს წევრებმა იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებზე:

1. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2019 წელს საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადების განხილვისა და მოწონების შესახებ.

3. წყალტუბოს მუნიციპლაიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 მაისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.