(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

10/05/2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე უძღვებოდა.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

1. „წყალტუბოსმუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით – იჯარით გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მერიის მერიის შესაბამისი სტრუქტურული სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.