(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე

12 მაისი

 60147758_1291169084373554_6265726242499067904_n გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ხატმწერ ოთარ შალიკიანის დაწერილი ხატების გამოფენა მოეწო. ასევე გამოფენილი იყო მუზეუმში დაცული მე-14 საუკუნის საეკლესიო ლიტერატურა ხატები და ლიტურღიისთვის საჭირო ნივთები. 
ივერის ღვთისმშობლის ხატის მნიშვნელობაზე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე და ქრისტიანული რელიგიის არსზე , ლექცია წაიკითხა დეკანოზმა მამა ელიოზმა. 
  გამოფენა დაათვალიერეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქმედმა აიპ-ების წარმომადგენლება და მოქალაქეებმა. 

  დღესასწაული საქართველოს მასშტაბით წელს პირველად აღინიშნა. წმინდა სინოდმა გასული წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ა.წ. აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს წარედგინებოდა ინიციატივა, რათა დაჩქარებული წესით მიეღოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა, ასევე დადგენილიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. 

   12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღედ დაწესდა.