(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

უკრაინელთა ფოლკლორული კონცერტი წყალტუბოში

13 მაისი

  60624503_1292109694279493_6951854457810321408_nწყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“ უკრაინული ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების კონცერტი ჩატარდა.
უკრაინელმა ხელოვანებმა მონაწილეობა მიიღეს ქუთაისში გამართულ ფოლკლორულ საერთაშორისო ფესტივალზე. წყალტუბოში კი ხელოვანის და მსახიობის სულიკო იოსელიანის უშუალო ინიციატივით ჩამოვიდნენ და კონცერტი გამართეს. . 
უკრაინულ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად „ივერიის“ სცენაზე წყალტუბოს ქორეოგრაფიული სტუდია „სიონის“ და ქუთაისის ანსამბლ „ბაგრატის“ პატარა მოცეკვავეებიც გამოვიდნენ. 
კონცერტის ბოლოს, წყალტუბოს მუნიციპალიტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა ქორეოგრაფიული ანსამბლებს: „ოსტრავ საკროვიშას“, „ავანტეს“ „ულიბკას“, ხალხური ნაციონალური გუნდ „კრინიცას“, მერის გრიგოლ იოსელიანის ხელმოწერილი მადლობის წერილი გადასცა.