მსოფლიო დონის პედაგოგები წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში

მსოფლიო დონის პედაგოგები წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას მსოფლიო დონის ქართველი პედაგოგები სტუმრობდნენ. 
 ლადო აფხაზავა - მასწავლებელის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მაია ტყემალაძე - მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათწლეულის წევრი, ბრიტანეთის საბჭოს ტრენერი, მანანა კაპეტივაძე - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და სხვა პედაგოგები აღნიშნული სკოლის მუშაობის პრინციპს გაეცნენ და მოსწავლეებ მასტერკლასი ჩაუტარეს. 
დღის ბოლოს შემაჯამებელი კონფერენცია გამართა წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის N1 სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულძემ. კონფერენციაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სკოლებს შორის.
კონფერენციას ესწრებოდნენ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი - ცოტნე ზურაბიანი, მუნიციპალიტეტის მერი - გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე. 
აუდიტორიას სიტყვით მიმართა ლადო აფხაზავამ: 
“აქ აღინიშნა, რომ ამ სკოლაში არიან მენტორი მასწავლებლები, წამყვანი მასწავლებლები, არადა ჩვენ მოსწავლეებზე უნდა ვისაუბროთ, ჩვენ მოსწავლეები უნდა წარმოვაჩინოთ. სოციალურ ქსელებში საგანამათლებლო სივრცეს როცა გადავხედავთ, ღონისძიებებზე წინა რიგებში სულ მასწავლებლები სხედან, ამ დრო კი მასწავლებლები უკან უნდა ვყოთ და მოსწავლეები დავსვათ წინა რიგებში, მოსწავლეების წარმატებები უნდა ვიზეიმოთ და ჩვენ უნდა შევქმნათ შესაბამისი გარემო, რომ მათი ინიციატივები განვახორციელოთ“, - აღნიშნა ლადო აფხაზავამ. 
N1 სკოლის დირექტორმამოწვეულ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.