ოჯახის სიწმინდის დღეს ეროვნული სამოსით მსვლელობა მოეწყო

ოჯახის სიწმინდის დღეს ეროვნული სამოსით მსვლელობა მოეწყო

წყალტუბოში ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად ეროვნული სამოსით მსვლელობა მოწყო. მსვლელობას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ოჯახთან ერთად შეუერთდა. 
მსვლელობაში წყალტუბოს მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჯარო სკოლები და ა(ა)იპ-ები მონაწილეობდნენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა: ,,ოჯახი, ღმერთთან და სამშობლოსთან ერთად არის ყველაზე დიდი სიწმინდე ქართველი ადამიანისათვის. ქართული სამოსი, კი ჩვენი ისტორიის, ყოფა-ცხოვრების და შინაგანი წესიერების გამოხატულებაა!.. შინაგანი წესიერება, პატიოსნება, ოჯახის პატივისცემა, სახლის კერა და ზღურბლი ყოველთვის იყო ქართველი კაცისთვის დაცვისა და ლოცვის ობიექტი!. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს! გისურვებთ, რომ მრავალი წლის შემდეგ, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს სიყვარულით გაეგრძელებინოთ ეს ტრადიცია’’-აღნიშნა ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა 
საკონცერტო დარბაზ „ივერიათან'' სამხატვრო სკოლის მოსწავლეების თემატური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. სახალხო მსვლელობა ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტით დასრულდა.
ეროვნული სამოსით მსვლელობა ქალაქ წყალტუბოში უკვე მეორე წელია მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით ტარდება.