თამარობა 2019

თამარობა 2019

დღეს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეა და ტრადიციულად სოფელ გეგუთში „თამარის ციხეზე“ თამარობის დღესასწაული აღინიშნა. თამარის ციხის ნანგრევებზე თეატრალიზებული წარმოდგენა - "ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო", გამართეს გეგუთის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ასევე კონცერტი ჩაატარეს გეგუთის კულტურის სახლის შემოქმედებითმა კოლექტივებმა.
✅თამარობა ადგილობრივ მოსახლეობას და სტუმრებს მიულოცეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, პარლამენტარმა, წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა, და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრუბელმა პაატა ახალაძემ. ტრადიციული დღესასწაული გეგუთში ათწლეულებია ტარდება და ამ დღეს ადგილობრივები კულტურული ღონისძებებთან ერთად სხვადასხვა სპორტული აქტივობებით აღნიშნავენ. დღესასწულს ტრადიციული დოღი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. საქართველოში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა 1917 წლიდან —ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან.