წყალტუბოში ინფრასტრუქურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

წყალტუბოში ინფრასტრუქურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გზების კეთილმოწყობა გრძელდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები სოფელ მაღლაკსა და პატრიკეთში მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ დაათვალიერეს. 
რეგიონული განვითარების ფონდიდან სოფელ მაღლაკში მე-17 ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგებისთვის 343 996.0 ლარი, ხოლო სოფელ პატრიკეთში შენგელიებისა და გუბელაძეების უბნებში გზების რეაბილიტაციისთვის 1 136 941.0 ლარი იხარჯება.
მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი პროეტების დათვალიერების პარალელურად ადგილობრივ მოსახლოებასაც ხვდება.