წყალტუბოში აგროფესტივალი გაიმართება

წყალტუბოში აგროფესტივალი გაიმართება

იმერული სამზარეულო, იშვიათი ჯიშის ყურძნის ღვინო, ტკბილეული და ფოლკლორი ელოდება აგრო-ფესტივალის სტუმრებს, რომელიც წყალტუბოში 13 ივლისს გაიმართება. 
სპეციალურად მომზადებულ საგამოფენო სივრცეში, იმერეთის რეგიონში მოქმედი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ფერმერული მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. 
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი: ღვინო, თაფლი, მოცვი, ჩირი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და სხვა.
„იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყობა. აგროფესტივალის მიზანია ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია. აგრო-ფესტივალის პროგრამაშია კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.