საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა

 

26 ივლისს 14:00 საათზე გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27

 

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომის

           დ  ღ  ი  ს     წ  ე  ს  რ  ი  გ  ი         

 ქ. წყალტუბო                        26 ივლისი, 2019  წელი

                                                                                    14.00 სთ.

 

1.  ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

                          /მომხს: ლევან მამაგეიშვილი, თანამომხს: მალხაზ ხელაძე/

 

2.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 ბიუჯეტის ექვსი თვის სარეზერვო ფონდის განკარგვის  შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.

                        /მომხს: ლევან მამაგეიშვილი, თანამომხს: მალხაზ ხელაძე/

 

3.   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019  წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ

                        /მომხს: ლევან მამაგეიშვილი, თანამომხს: მალხაზ ხელაძე/

 

4.  ა(ა)იპ  ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ს თანამშრომელთა სამუშაო პირობების, შინაგანაწესის დაცვის, ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე. 

                      /მომხს: რომეო ნიჟარაძე, თანამომხს: მარინა ტყეშელაშვილი/

 

5. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2016–2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ივნისის №36 99 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

                        /მომხს: რომეო ნიჟარაძე/

 

6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანები“-ს წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

                     /მომხს: რომეო ნიჟარაძე/

 

7.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობის  სამსახურის მიერ 2018  წელს გაწეული მუშაობის  შესახებ.

 

                   /მომხს: მურმან შალამბერიძე,  თანამომხს: გრიგოლ ყურაშვილი/

 

8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მდებარე 1039 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკ.კოდი №29.04.36.063) სარგებლობის უფლებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით, 10 (ათი) წლის ვადით, იჯარის უფლებით, გარე ვაჭრობის რეგულირების მიზნით, გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

                   /მომხს: მურმან შალამბერიძე/

 

9. ქალაქ წყალტუბოში, ცენტრალური პარკის (საკ.კოდი №29.08.34.091) ტერიტორიაზე განთავსებული №6 აბაზანის მიმდებარედ არსებული 4375.0 კვ.მ. არასასოფლი-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით, 5 (ხუთი) წლის ვადით, მოვლა-პატრონობის მიზნით, იჯარის უფლებით, გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

 

                    /მომხს: მურმან შალამბერიძე/

 

10. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის  №36  7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

                    /მომხს: მურმან შალამბერიძე/

 

11.  „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის  №36  8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

                    /მომხს: მურმან შალამბერიძე/

 

12.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი’’-ს  მიერ 2019 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

 

                  /მომხს: თენგიზ ნიჟარაძე, თანამომხს: რევაზ მესხი/

 

13.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი“-ს  მიერ 2019 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

 

                  /მომხს: ლაშა კაკრიაშვილი, თანამომხს: ნინო ნემსწვერიძე/